მინერალური წყლის ექსპორტი 2011 წელს 57.9 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ტყიბულის მაღაროში აფეთქების მსხვერპლი 4–მდე გაიზარდა

03/09/2010 15:44 (522 დღე 17:15 minutes ago)

civil.ge /geo/article.php?id=23108" target="_blank">Civil.Ge -- ტყიბულის მაღაროში გასულ კვირაში მომხდარი აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლი 4–მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც 43 წლის მაღაროელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

27 აგვისტოს მომხდარმა აფეთქებამ სამი მაღაროელის სიცოცხლე მაშინვე შეიწირა, ხოლო შვიდი მძიმედ დაშავდა. ამჟამად საავადმყოფოში ექვსი მძიმედ დაშავებული მაღაროელი რჩება.

ოთხი მაღაროელი დაიღუპა და ერთი დაშავდა 2010 წლის 3 მარტს, როდესაც 850 მეტრის სიღრმეში, იმავე მაღაროში, აფეთქება მოხდა.

2009 წლის დეკემბერში ერთი მაღაროელი დაიღუპა და სამი დაშავდა დამცავი ჯებირის ჩამოშლის შედეგად იმავე მაღაროში.

ტყიბულის მაღაროს  საქნახშირი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს თუ რა გახდა 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების მიზეზი.

3 მარტს მომხდარ ფაქტზე გამოძიებამ დაადგინა, რომ აფეთქებაში დამნაშავენი იყვნენ თავად მაღაროელები, რომლებმაც, გამოძიების თანახმად, დაუდევრობა გამოიჩინეს და უსაფრთხოების წესები დაარღვიეს.

თუმცა, გაზის, ნავთობისა და ნახშირის მრეწველობის პროფკავშირმა ეჭვი შეიტანა  გამოძიების ოფიციალურ შედეგებში აღნიშნა რა, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული მაღაროს მმართველი კომპანიის მხრიდან და აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ სავენტილაციო სისტემის გაუმართაობა იყო, რამაც გამოიწვია მაღაროში სახიფათო აირის დაგროვება. ეს ბრალდებები მაღაროს მმართველმა კომპანიამ უარყო.

როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ტყიბულში ჩავიდა, 27 აგვისტოს აფეთქებიდან მეორე დილით, მან განუცხადა მაღაროელებს, რომ სავენტილაციო სისტემა დამონტაჟებული იყო, მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ "დისციპლინა მორყეულია“.

“ვანო [მერაბიშვილი, შს მინისტრი] იყო, მუშაობდა ღამით და რაც გამოიკვლია, რაც გაიკითხა–გამოიკითხა [არის რომ]  ინსტრუქტაჟი ყოველი ჩასვლის წინ არ უტარდება ხალხს... როგორც ჩანს, დისციპლინა მორყეულია, სავენტილაციო ისინი გაკეთებულია ასე თუ ისე,“– განუცხადა მან მაღაროელებს, "შახტაში შესვლის წინ ყველა მეშახტეს უნდა ვკითხოთ: ‘აი, რა არის უსაფრთხოების წესები?’ მან უნდა მოგიყვეს... ყოველი ჩასვლის წინ მანტრასავით უნდა გაგიმეოროს“.

პროფკავშირების წარმომადგენლები 2 სექტემბერს პარლამენტის წინ მდუმარე აქციის გამართვას გეგმავენ, რათა დაღუპულ მაღაროელებს პატივი მიაგონ და ასევე გააპროტესტონ უსაფრთხოების ზომების არ არსებობა ქვანახშირის მაღაროებში.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group