| ცოტნე გამსახურდიას საქმეში არსებულ ახალ დეტალებს ადვოკატები დღეს გამოაქვეყნებენ |
|
06/09/2010 12:20 (520 დღე 06:46 minutes ago) | ||||||||||||
|
ცოტნე გამსახურდიას საქმეში აღმოჩენილ ახალ დეტალებს ადვოკატები 6 სექტემბერს გამოაქვეყნებენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსი” გამსახურდიას ერთ-ერთი ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, მათ მიერ ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზით გამოიკვეთა, რომ ცოტნე გამსახურდიას დაკავების დროს პატრულის თანამშრომლის მიერ შედგენილი დოკუმენტი გაყალბებულია.
კერძოდ, დოკუმენტში მითითებული თარიღი გაყალბებულია. აღნიშნული დოკუმენტის დეტალებზე ადვოკატები დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. ნიკოლაიშვილის თქმით, დოკუმენტს წარუდგენენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც გამსახურდიას საქმის განხილვას 7 სექტემბერს განაახლებს.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

