ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჟორდანიას სახელობის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აუქციონზე გასაყიდად გააქვს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი არ არის ვალდებული ინსტიტუტს პროფილი შეუნარჩუნოს.
ჟორდანიას კლინიკის განყოფილების გამგე, ლიკა ნადარეიშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს,რომ კომენტარის გაკეთებას 15 სექტემბრამდე არ აპირებს. აუქციონი სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით სწორედ 15 სექტემბერს არის დანიშნული.
თუმცა მას შემდეგ,რაც სამინისტროსგან მოსმენილი კომენტარი ნეტგაზეთმა ნადარეიშვილს გააცნო, ინსტიტუტის პროფილის საკითხთან დაკავშირებით, მან გვითხრა, რომ პირობების შეცვლის იმედი აქვს.
პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ზურაბ მექვაბიშვილი,ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ იყიდება სახელმწიფო ქონება და ქონებას არ შეიძლება ჰქონდეს პროფილი.
”ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი დარჩება სახელმწიფო ინსტიტუტად,უბრალოდ შეიცვლის ადგილმდებარეობას”,-ამბობს მექვაბიშვილი.
აუქციონის პირობებში მყიდველის ორი ვალდებულებაა აღნიშნული. ერთი, თანხა,რომელიც საჯარო აუქციონის შედეგადად იქნება განსაზღვრული,მყიდველმა გადაიხადოს 30 კალენდარულ დღეში, ხოლო მეორე - ,” საპრივატიზებო ობიექტში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებისათვის, პროფილით ფუნქციონირების მიზნით, ამავე ობიექტით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა 2011 წლის 1 აპრილამდე.”
რაც ნიშნავს,რომ ჟორდანიას სახელობის კვლევითი ინსტიტუტი 2011 წლის 1 აპრილს მისამართს შეიცვლის. და აღნიშნულ ობიექტზე მყიდველი გადაწყვეტს თუ რა ფუნქცია ექნება 2 მილიონ 400 ათას დოლარად შეფასებულ სახელმწიფო ქონებას.
ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი თბილისში, კოსტავას 43 ნომერში მდებარეობს. ფართი,რომელიც ამ დრომდე უკავია ინსტიტუტს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 3170,26 კვ.მ-ის შენობა-ნაგებობი და 2332 კვ.მ მიწის ნაკვეთია.
netgazeti.ge
Related Stories