სააკაშვილი: არაბული გაზაფხული დაამხობს რუსეთის მთავრობას

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

საქართველო ევრობასკეტ-2011-ზე!

ავტორი ზაზა წულაძე, თბილისი, ამერიკის ხმა

08/09/2010 11:09 (515 დღე 01:30 minutes ago)

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის კომიტეტის ბოლო სხდომის გადაწყვეტილებამ, სტამბულში, საქართველოში ყველა პოლიტიკური მოვლენა დაჩრდილა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

პირველად, ქართული სპორტის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.  საქართველომ ეს საგზური სპორტული პრინციპით ვერ მიიღო, თუმცა, საერთაშორისო ფედერაციის უპრეცედენტო რეფორმით -  ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი 16-დან 24-გუნდამდე გაიზარდა. ამ გადაწყვეტილებას, ქართველებთან ერთად, აქტიურად ლობირებდნენ იტალიელები და უკრინელები, რომლებიც ასევე ვერ მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, რომელიც სტამბულის ისტორიულ სხდომას დაესწრო, კერძოდ თქვა

„ძალიან მაგრად დაგვიჭირა მხარი, როგორც იტალიამ ასევე უკრაინა მ, ასევე, ჩემპიონატის მასპინძეელმა ლიტვამ. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი ითამაშებს, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო 2013 წელს, მაგრამ ჩემპიონატის ფორმატის რეფორმა ორი წლით გადმოსწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩევნი გუნდი ვერ გავიდა ფინალურ ეტაპზე, მე ვთვლი, რომ ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ვიმსახურებდით ამ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგი რამ გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კალათბურთისთვის, პირველად ჩვენს ისტორიაში მოხდა ის, რომ ფინალურ ეტაპზე ითამაშებს საქართველოს ნაკრები, წასაც ყველას ვულოცავ.“

საქართველოს ნაკრებს რვა წელი დასჭირდა, რომ  შარშან ევროპის ბ დივიზიონიდან ა დივიზიონში დაწინაურებულიყო. აგვისტოში მიმდანარე შესარჩევ ეტაპზე, ჩვენი მეტოქეები პორტუგალია, ბულგარეთი, პოლონეთი და ბელგია იყვნენ, დებიუტანტის კვალობაზე საქართველომ მშვენივრად ითამაშა, მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა პირველობა და საგზური ბელგიას დაუთმო.  წესით, ქართველებს, დამატებითი, ურთულესი საკვალიფიკაციო რაუნდი ელოდათ, თუმცა რეფორმამ სულზე მოგვისწრო. ნიშანდობლივია, რომ თბილისში დარჩენილი ნაკრების კალათბურთელებმა, ამ სენსაციური ფაქტის შესახებ, ნაკრების ლიდერის, ზაზა ფაჩულიას ჯვრისწერის დროს გაიგეს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია, ამერიკაში ორმაგად გახარებული გაფრინდა

„ჩვენ ყველა ვარიანტში ვხდებით ამ რეფორმით ევროპის ჩემპიონატზე, რადგან იმ ხუთი გუნდის შემდეგ, რომლებმაც შესარჩევში სულ მცირედით გვაჯობეს, მომდევნო რიგში, დარჩენილ რვა გუნდში, საუკეთესოები სწორედ ჩვენ ვიყავით. აგვისტოში, ნახევარი ნაბიჯი დაგვაკლდა, რომ პირდაპირ გავსულიყავით ჩემპიონატზე, ასე, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერები ვართ. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ შედეგს და ამ გამარჯვებას.“

საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების გაზრდის გამო, ასევე ითამაშებენ: იტალია, უკრაინა , ბოსნია, ლატვია, პოლონეთი და ბულგარეთი.  ხუთი გუნდი - ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, მაკედონია და მონტენეგრო ჩემპიონატზე შესარჩევ ტურნირზე გამარჯვებით მოხვდნენ. ევროპული კალათბურთის ცხრა ლიდერი: ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, რუსეთი, სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი და თურქეთი, ისევე როგორც მასპინძელი ლიტვა ჩემპიონატზე უკონკურსოდ იყვნენ დაშვებულნი. კიდევ ორ საგზურს - მომავალ წლის აგვისტოში, ფინეთი, უნგრეთი და პორტუგალია გაითამაშებენ.  ევროპის ჩემპიონატი ლიტვის ექვს ქალაქში 2011 წლის 3 დან 18 სექტემბრამდე გაიმართება. კენჭისყრა კი იანვარში შედგება. საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი გამყრელიძე ამბობს

„ძალიან გაგვიხარდა, თავიდან გაოგნებული ვიყავიი მე პირადად, იმიტომ, რომ არ მჯეროდა, - ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. არასოდეს მომხდარა, რომ საქართველოს ნაკრებს, გუნდურ სპორტში, ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშოს, რაც დამოუკიდებელია ჩვენი ქვეყანა. იმედია, ლიტვაში კარგად გამოვიჩენთ თავს, ის, რვა გუნდი, რომელიც დაემატა ჩემპიონატს, ჩვენთვის უკეთესია, ვინაიდან იგივე ბულგარეთთან, პოლონეთთან წარმატებული თამაშის გამოცდილება გვაქვს, თუ იღმბალიც გვექნება და ნორმალურ ჯგუფში მოვხდით, ჯგუფიდან გასვლაზეც შეიძლება ფიქრი.“

სახელმწიფომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ხუთი მოგებული მატჩის გამო 250 ათასი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 აგვისტოს, კალათბურთელებთან შეხვედრისას, ასევე პირობა დადო, რომ ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში ნაკრები კიდევ 2 მილიონ ლარს მიიღებდა. სავარაუდოდ, ეს ფული უკვე ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მოხმარდება. პრეზიდენტ სააკაშვილი ს თქმით, ლიტვაში ქართველები, როგორც სახლში ისე იგრძნობენ თავს

„მინდა გვესმოდეს, რატომ არის კალათბურთში წარმატება მნიშვნელოვანი, საქართველოში ინდივიდუალურ სპორტში მაგრები ვართ, ჭიდაობა, ძიუდო და კიევ სხვა ინდივიდუალური სპორტი და ყოველთვის, დამოუკიდებლობის შემდეგ, გვიჭირს კოლექტიური გუნდური თამაშები. ამიტომ, რაგბს, წყალბურთს, ფეხბურთს და კალათბურთს, სხვა გუნდურ თამაშებს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვაჩვენოთ, რომ მარტო ცალ-ცალკე კი არ ვართ ქართველები მაგრები, არამედ ძალა ერთობაშია და შეგვიძლია შეთანხმებული გუნდური თამაშიც. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ ყველა მოგებულ თამაშზე, 50 ათასს აშშ დოლარს მოგცემდით, ამ ვალდებულებას ჩვენ ეხლა შევასრულებთ. ასევე იცით, რომ თუ ლიტვაში მოხვდებით, პრაქტიკულად სახლის აუდიტორია გეყოლებათ, ისეთი განწყობაა ლიტვაში ჩვენების მიმართ.“

პირველი ქართველი კალათბურთელები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ნოდარ ჯორჯიკია და ოთარ ქორქია იყვნენ, ეს მათ, 1947 წელს პრაღაში მოახერხეს. 2011 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე, პირველად ისტორიაში, ქართველების სრული გუნდი იასპარეზებს, მათ შორის, ორი ნატურალიზირებული ამერიკელი კალათბურთელები - ტორინ გრინი და ქუინტონ ჰოსლიც იქნებიან. 

 

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 



 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group