
6pm.com-ზე ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ქართველი მომხმარებლის საკმაოდ
დიდმა ნაწილმა აღნიშნული ინტერნეტ–მაღაზიით სარგებლობაზე უარი თქვა, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც ამანათების გადამზიდავი კომპანიები commersant.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, ზოგადად, ინტერნეტ–მაღაზიებმა მომხმარებელი შეინარჩუნეს, თუმცა 6pm.com-მა კლიენტების დიდი რაოდენობა დაკარგა.
6pm.com –ის კლიენტების სიმცირეზე საუბრობენ გადამზიდავ კომპანია ,,ბარამში”.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ქართველი მომხმარებლები საიტზე ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ვაჭრობას გაურბიან. ცნობისთვის: 6pm.com–ზე გამოწერილი 1 კგ. გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულება 7, 5 დოლარია.
8 დოლარის გადახდა უწევს მომხმარებელს აშშ–დან და ევროპიდან გამოწერილ გზავნილებში კომპანია ,,Getit”–ში.
"მიუხედავად შიშისა, ქართველი მომხმარებლის აქტივობა ინტერნეტ–მაღაზიებში არ შემცირებულა, თუმცა 6pm.com–ზე ის აქტიური აღარ არის,“ - აცხადებენ კომპანია ,,Getit”–ში.
განსხვავებული სურათია გადამზიდავ კომპანია use2georgia-ში, სადაც 6pm.com–ზე მომხმარებლის პასიურობა ვერ შენიშნეს. მათი გაცხადებით, დეკემბრისა და აინვრის თვეში დიდი ფასდაკლებები ფონზე, საქართველოში ინტერნეტ–შოპინგის პიკი დაფიქსირდა.
ანალოგიური სიტუაცია იყო გამოწერების თვალსაზრისით ,,კამარა ექსპრესშიც”, სადაც მომხმარებლეს 1კგ. გზავნილის ამერიკიდან მისაღებად 6, 95 დოლარის გადახდა უწევს.
ამანათების გადამზიდავმა კომპანიებმა საქართველოში ყველაზე პოპულარულ შოპიგ–მაღაზიად amazon-ი დაასახელეს.
Related Stories