„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

მიხეილ სააკაშვილს რუსულ მედიაში ყველაზე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ

28/01/2012 13:06 (116 დღე 15:43 minutes ago)

mikheil-saakashvili_7.jpg

ინტერპრესნიუსის ცნობით, რუსულ მედიასივრცეში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების შესახებ ინფორმაციის რაოდენობრივ-ხარისხობრივი კვლევა ჩატარდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


რუსმა ექსპერტებმა გასული წლის განმავლობაში დეტალურად გამოიკვლიეს, რამდენჯერ მოხვდა თითოეული სახელმწიფოს ლიდერის სახელი საინფორმაციო სივრცეში და რამდენად დადებით კონტექსტში იყო ის ნახსენები.


კვლევის შედეგად შესაბამისი რეიტინგიც შედგა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა. კვლევისთვის შერჩეულ 8 000 რუსულ საინფორმაციო წყაროში მიხეილ სააკაშვილი 2011 წლის განმავლობაში 33 589 ინფორმაციაში ფიგურირებდა. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი , ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი "უსწრებენ".


რაც შეეხება მედიასაშუალებებში პერსონის წარმოჩენის კონტექსტს, სააკაშვილი რეიტინგში ერთადერთი აღმოჩნდა, რომელსაც უარყოფითი ინდექსი აქვს. კვლევის შედეგად გამოვლენილი "კეთილგანწყობილების" (ИИБ ინდექსი) მაჩვენებლით, სააკაშვილი ს ინდექსი უარყოფითი სიდიდით -10 185,06-ით განისაზღვრა. ამ მაჩვენებელში გათვალისწინებულია მედისაშუალების გავლენიანობა, მოხვდა თუ არა ეს ინფორმაცია მასების ყურადღების ცენტრში, რა დოზით არის ციტირებული რესპონდენტი, ან რამდენად სკანდალურია იგი.


რეიტინგში 17 სახელმწიფოს ლიდერი შევიდა. კეთილგანწყობის ინდექსით (ИИБ) კვლავ იანუკოვიჩი (140 342,94), ლუკაშენკო (47 514,03) და ნაზარბაევი (67 809,01) ლიდერობენ. მეოთხე ადგილზეა აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ლიდერი, ალექსანდრე ანქვაბი (20 709,03). პირველ ხუთეულში მოხვდა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც (20 272,22).


რეიტინგის ბოლო ადგილებზე აღმოჩნდნენ ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე (5 336,34), მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარიან ლუპუ (4 332,51)და სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვადიმ ბროვცევი(1 876,05).


კვლევაზე დართულ კომენტარში ნათქვამია, რომ რეიტინგის ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩი ს წარმატებული მაჩვენებელი უკრაინა ში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია. ჩამონათვალის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილი ს "აუტსაიდერის" პოზიციაზე ყოფნას კი ანალიტიკოსები რუსეთის მიმართ მისი მტრული განცხადებებით ხსნიან.


კვლევა რუსული საინფორმაციო სააგენტოს "რეგნუმისა" და კომპანია "მედიალოგიის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group