შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ყოველთვიური გადასახადი 112–ის მომსახურებისთვის

30/01/2012 11:11 (114 დღე 17:43 minutes ago)

civil.ge -- იანვრიდან ფიქსირებული და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტებს ყოველთვიური სავალდებულო გადასახადის გადახდა მოუწევთ ერთიანი საგანგებო სამსახურის სატელეფონო ნომრის 112–ის მომსახურების საფასურის სახით იმისა მიუხედევად ისარგებლეს მათ თუ არა 112–ის მომსახურებით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კერძოდ ფიზიკურ პირებს თვეში 20 თეთრის, ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრის გადასახადი დაეკისრებათ.

ერთიანი სატელეფონო ნომერი 112 გაზაფხულზე ამოქმედდება – ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ფიქსირებული ქსელის და მობილური სატელეფონო ქსელის აბობენტებს ყოველთვიური გადასახადი უკვე იანვრიდან დაეკისრებათ.   ყოველთვიური გადასახადი იმ შემთხვევაშიც ინიშნება, თუ აბონენტს 112–ის მომსახურებით არ უსარგებლია.

მობილური სატელეფონო ქსელის აბონენტების შემთხვევაში, საფასური არ გადაიხდება იმ სააბონენტო ნომერზე,  რომელზეც  კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში 5 ლარზე მეტის ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა არ განხორციელებულა.

დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 70 000-ს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასული წლის ანგარიშის თანახმად, 2010 წლის ბოლოსთვის მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა 3.98 მილიონამდე გაიზარდა. მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა აქტიური SIM ბარათების რაოდენობით განისაზღვრება. იგივე ანგარიშის თანახმად, ფიქსირებული სატელეფონო ქსელების, როგორც სადენიანი, ისე უსადენო, მომხმარებელთა რაოდენობა 2010 წლის ბოლოსთვის 1.1 მილიონამდე გაიზარდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group