ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ქართული მხარე მღვდელმონაზონ იონას ფაქტს გალში შეხვედრაზე დააყენებს

ავტორი ნეტგაზეთი

30/01/2012 15:41 (114 დღე 13:14 minutes ago)

“სამწუხაროდ დასტურდება აფხაზეთში მღვდელმონაზონ იონას გატაცების ფაქტი, თუმცა, დეტალები, არც ჩვენთვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვი ცნობილი არ არის.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სამწუხაროდ, ამ ადგილებიდან ჩვენ ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვების წყაროები შეზღუდული გვაქვს,” – აღნიშნა დღეს, 30 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.

მისივე განცხადებით, 31 იანვარს იგეგმება მორიგი შეხვედრა გალში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის და  ქართული მხარე ამ სკითხს დააყენებს შესაბამისი სიმკაცრით და პრინციპულობით.

“ეს ვანდალური აქტია, რომლელიც არის ფაქტიურად კრიმინალური გამოვლინება და იგი ფაქტიურად განპირობებულია სწორედ ამ რეგიონებისა და ამ ადგილის მიმდინარე სტატუსით, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორია, სადაც განუკითხაობა და უკანონობა ყოველდღიური ფაქტორია,” – აცხადებს ჯალაღანია.

მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე) აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, მღვდელმონაზონი აფხაზეთში გაიტაცეს და გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 100 ათას დოლარს ითხოვენ. მღვდელმონაზონი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის ილორის ტაძრისთვის ფოტოსურათების გადაღებას ცდილობდა.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group