ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ლაზიკის აშენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას 3 სტრუქტურიდან არცერთი არ ფლობს

ავტორი ელენე ხაჭაპურიძე, ნეტგაზეთი

30/01/2012 16:03 (114 დღე 12:53 minutes ago)

ლაზიკის აშენებასთან დაკავშირებული საპროექტო გეგმისა ან აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

თუმცა ეს არ არის ერთადერთი სტრუქტურა რომელიც ახალი ქალაქის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ მანამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას მიმართა, თუმცა აღნიშნულ სტრუქტურებში აცხადებენ, რომ მათთან ლაზიკას მშენებლობის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 17 იანვარს, მარტვილში ახალი საავადმყოფოს გახსნისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლაზიკის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყებოდა.

”რამდენიმე დღეში ლაზიკისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შევა მძიმე ტექნიკა და დაიწყება ჭაობების დაშრობა”-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group