დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთში მე-17 საუკუნის კოშკი ინგრევა, რაც
საფრთხეში აგდებს კოშკთან ახლოს მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინფორმაციას ამის თაობაზე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„კოშკის ქვემოთ ვცხოვრობ. კოშკის ნამტვრევები სახლს ხვდება და შესაძლოა, ერთ დღეს მე და ჩემი ოჯახი გვიმსხვერპლოს. შევხვდი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს. აღნიშნული პრობლემის შესახებ ვუამბე. საუბარი საუბრად დარჩა, იგი ჩინთში ჩამოსული არ მინახავს“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ჩინთის მკვიდრმა ალექსანდრე მანგოშვილმა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგისა და ატრიბუციის სამსახურის უფროსის, გიორგი გაგოშიძის თქმით, მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს სააგენტოს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.
netgazeti.ge
Related Stories