შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"თბილისის მიკროავტობუსი" პირობას დებს, რომ მიკროავტობუსების გადატვირთულობის პრობლემა მალე მოგვარდება

31/01/2012 12:42 (113 დღე 16:20 minutes ago)

თბილისის სამარშრუტო ტაქსები თანამედროვე GPRS-ტექნოლოგიებით აღიჭურვება, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც commersant.ge-ს „თბილისის მიკროავტობუსიდან“ აცნობეს, ეს სისტემები ტაქსების მდებარეობის ინტერვალებს განსაზღვრავენ და დანიშნულ ადგილზე დროულად მივლენ. 

 

,,თუ აქამდე მიკროავტობუსები აგვიანებდნენ და დიდი ინტერვალით მოძრაობდნენ, ძალიან მალე ეს პრობლემა მოგვარდება და მოსახლეობას სამარშრუტო ტაქსის ლოდინი დიდხანს აღარ მოუწევს. მიკროავტობუსების ნაწილი უკვე აღჭურვილია თანამედროვე GPRS ტექნოლოგიებით” - განაცხადა "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ნიორაძემ.

მისი განმარტებით, სამარშრუტო  ტაქსებში ასევე მოგვარდება გადატვირთულების პრობლემა და მგზავრებს ფეხზე დგომა აღარ მოუწევთ. თუმცა, ნიორაძის თქმით, სამარშრუტო ტაქსებში 5 ადამიანის ფეხზე დგომა სრულიად დასაშვებია, ხოლო ამ რაოდენობის გადაჭარბების შემთხვევაში მიკროავტობუსების მძღოლებს გარკვეული ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

მისივე ცნობით, იმ ადამიანებს, რომლებიც სამარშრუტო ტაქსებში  ფეხზე იდგებიან, უსაფრთხოების მხრივ რაიმე პრობლემა არ შეექმნებათ, ვინაიდან ამ ტიპის მიკროავტობუსები ფეხზე დგომასაც ითვალისწინებს.

თბილისში მიკროავტობუსების შემოყვანის პროცესი გაზაფხულზე დასრულდება. ამ დროისათვის კი, "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლის განცხადებით, დედაქალაქში 1200 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს,  გაზაფხულიდან მათ რიცხვი  კიდევ 1200 –ით გაიზრდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group