ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

„სწრაფი რკინიგზის“ უსაფრთხოების მიმართ ეჭვები გაჩნდა

31/01/2012 14:16 (113 დღე 14:48 minutes ago)

ჩქაროსნული რკინიგზის ამოქმედება უსაფრთხო არ არის. როგორც რადიო კომერსანტი იუწყება, ამის შესახებ commersant.ge-სთან საუბარში რამდენიმე რესპონდენტმა განაცხადა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მათმა ნაწილმა კონფიდენციალურად დარჩენა ისურვა და საკუთარი შეფასება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდა რადიო კომერსანტს, ღიად კი მოსაზრება გია ხუხაშვილმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ: საქართველოს რკინიგზის პროექტი ,,სწრაფი რკინიგზის” პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და რკინიგზის გარკვეულ მონაკვეთებზე მატარებლების სიჩქარემ 120 კმ. საათს მიაღწია. გია ხუხაშვილის თქმით კი,  3 საათში თბილისი–ბათუმის მონაკვეთის დაფარვა, რაც „რკინიგზის“ გეგმებში შედის, არარეალურია, ვინაიდან ამის საშუალებას საქართველოს მთიანი რელიეფი არ იძლევა.

მისივე განცხადებით, სარკინიგზო ხიდებსა და ჯებირებს საუკუნოვანი ისტორია აქვს, და მათი  გამოცვლა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, დიდ დროსა  და ხარჯებს მოითხოვს, რისთვისაც საქართველოს რკინიგზა მზად არ არის. ხუხაშვილის განმარტებით, გაზრდილი სიჩქარის პირობებში, ადამიანების მოძრაობამ, ასევე საქონლის გადააშესაძლოა სწრაფად მოძრავ მატარებლებს საფრთხე შეუქმნას. გია ხუხაშვილის  თქმით, რკინიგზის გარკვეული  მონაკვეთი სწრაფი მატარებლების  მისაღებად  ნამდვილად მზად  არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ თბილსსა და ბათუმს შორის მანძილი 3 საათში დაიფარება.

„საქართველოს რკინიგზაში“ კრიტიკას არ იღებენ და განმარტავენ, რომ ამ დროისთვის 100-კილომერტრიანი ლიანდაგი სრულად განახელებულია და  უსაფრთხოების  თვალსაზრისით  არავითარი პრობლემები არ არის მოსალოდნელი. კითხვაზე, რამდენად მზად არის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სწრაფი მატარებლების მოძრაობისთვის, საქართველოს რკინიგზაში ასე გვიპასუხეს:

„პროექტ ,,სწრაფი რკინიგზის” პირველ ეტაპზე 100-კილომეტრიანი ლიანდაგები სრულად განახლებულია და სწრაფი მატარებლების მისაღებად  მზადყოფნაშია. ,,სწრაფი რკინიგზა” - ეს არის პროექტი, რომელიც  ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას გულისხმობს. პროექტის დასრულება 2013 წლისათვის იგეგმება. ამ დროისთვის კი პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია დამთავრებული, რომელიც 100 კოლომეტრ სიგრძეზე ლიანდაგების განახლებას, ელექტროფიკაციას, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის უზრუნველყოფას გულისხმობს.”

"რკინიგზის" ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ მატარებლებზე ფასი უცვლელი დარჩება. „რკინიგზაში“ commersant.ge-ს ასევე განუცხადეს, რომ უკვე 2013 წლისათვის მანძილი თბილისსა დას ბათუმს შორის სწრაფი მატარებლების მეშვეობით 3 საათში დაიფარება, რაც  მგზავრთა გადაადგილების საკითხში საქართველოს რკინიგზას  უკონკურენტოს გახდის. საქართველოს რკინიგზაში ,,სწრაფი რკინიგზის” პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ  მგზავრების გააქტიურებასა და მათი მხრიდან მოთხოვნის ზრდაზეც საუბრობენ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group