დღეს დილიდან გუშინდელის მსგავსად თბილისის ქუჩებში გადაადგილება გართულებულია, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
გაყინული გზების გამო სამარშრუტო ტაქსები დიდი შუალედით მოძრაობენ. წუხელ საღამოს ცხრა საათის შემდეგ კი ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი იყო, რადგან სამარშრუტო ტაქსების დიდი ნაწილი უკვე აღარ მოძრაობდა. მძღოლები შექმნილ ვითარებაში მერიას ადანაშაულებდნენ, რომელმაც ტექნიკური მარილის დაყრა სათანადოდ ვერ უზრუნველყო.
ჯერ კიდევ გუშინ ვიუწყებოდით, რომ თბილისის მერია უამინდობას მოუმზადებელი შეხვდა. “თბილსერვისჯგუფის” დირექტორი კი ამტკიცებს, რომ მართალია, თბილისის გზებზე დაიყარა ტექნიკური მარილი. თუმცა, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო თოვლის ფენა სწრაფად იყინება. თორნიკე შიოლაშვილის თქმითვე, შექმნილ ვითარებაში მთელი ღამე საგანგებო რეჟიმში იმუშავეს და ღამით დედაქალაქის გზებზე 600 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.
მისი თქმით, თოვლმა განსაკუთრებული პრობლემები ნუცუბიძის პლატოზე, აეროპორტი ს ტრასაზე, თბილისის გარეუბნებში, კოჯორსა და წყნეთში შექმნა.
რაც შეეხება რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, როგორც "ინტერპრესნიუსს" სა ავტომობილ ო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სა ავტომობილ ო გზის ფასანაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.რაც შეეხება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალს, აქ მოძრაობა თავისუფალია. ყველა სახის ავტოტრანსპორტს რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეუზღუდავად შეუძლია.
Related Stories