საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლიანი ამინდი 3 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, ამ მომენტისთვის საქართველოში ყველაზე მაღალი თოვლის საფარი მთასაბუეთზეა _ 210სმ; გუდაურში _ 198სმ; ჯვარზე _ 170სმ; ხულოში _ 125სმ და ბაკურიანში _ 63სმ.
გუშინ მთელი დღე-ღამის განმავლობაში თოვდა კახეთშიც. თოვლის საფარის სიმაღლე 39სმ-ია თელავში და საგარეჯოში _ 23სმ; ამასთან, დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. კერძოდ, ყველაზე დაბალი ტემპერატურა -5 გრადუსი საგარეჯოში აღინიშნა.
თოვს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც. თოვლჭყაპია ფოთსა და ქობულეთში.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ითოვებს ამაღამაც. ხვალ კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება. ხვალ დღის ბოლოსთვის აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 3 თებერვლიდან კი თოვა უმეტეს რაიონებში შეწყდება და ყინვა გაძლიერდება. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით იქნება -8 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში _ -9;-4.
ამასთან, შიდა ქართლში უფრო დაბალი ტემპერატურასაც ვარაუდობენ _ -14 გრადუსს, ქვემო ქართლსა და კახეთში _ -4-9 გრადუსს.
Related Stories