დღეიდან ძველი სალარო აპარატების გამოყენება იკრძალება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი GPRS სისტემის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში მეწარმეებს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, იუწყება პირWელი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა, იმ მეწარმეებმა, რომლებმაც სალარო აპარატის შეძენაზე განაცხადი 31 იანვრამდე ჩააბარეს და შესაბამისი ქვითარი აქვთ, ახალი აპარატის მიღებამდე ძველი მოდელის აპარატით სარგებლობა შეეძლებათ.
"უკვე 90 000-მდე სალარო აპარატია დარეგისტრირებული, ამდენად იმ მეწარმეთა რაოდნეობა, რომლებსაც ახალი სალარო აპარატი არ აუღიათ, ძალიან მცირეა, ამიტომ დარეგისტრირების ვადა არ გადაიწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიკრო ბიზნესი ს სტატუსის მქონე გადამხდელები სალარო აპარატის შეძენის ვალდებულებიდან გათავისუფლდნენ. ასეთი სტატუსი გადასახადის 18 599 გადამხდელს აქვს მინიჭებული. მცირე ბიზნესი ს სტატუსის მქონე გადამხდელებს კი GPRS სალარო აპარატები უფასოდ ურიგდებათ", - განმარტა გედევანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი მოდელის საკონტროლო სალარო აპარატების დარიგება გასული წლის აგვისტოდან დაიწყო.
ცნობისთვის, GPRS სისტემის საკონტროლო-სალარო აპარატის ღირებულება 290 ლარია. აპარატის შეძენა ნებისმიერ გადამხდელს ბანკის განვადებით შეუძლია. განვადება უპროცენტოა და თანხის გადახდა 12 თვეზე ნაწილდება.
Related Stories