IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან


Thursday, May 24, 2012
News Making Money

თბილისის მერია: ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნა

01/02/2012 13:14 (112 დღე 15:54 minutes ago)

თბილისში ავტომობილ ებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების პრობლემა მოიხსნა - რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ commersant.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მათი თქმით, დედაქალაქში, როგორც სა ავტომობილ ო გზებზე, ისე ტროტუარებზე ტექნიკური მარილი დაყრილია.

შეგახსენებთ: გუშინ დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. მძღოლები ჩიოდნენ, რომ ტექნიკური მარილი ქალაქში არასაკმარისად იყო დაყრილი, რამაც მრავალი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

თბილისის ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ექიმის გურამ ჭიჭინაძის  განცხადებით, ბოლო 3 დღეა მათთან დაზარალებულები შეყავთ, გუშინ კლინიკამ 20–მდე დაშავებული მიიღო.

საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი კი მერიას ცუდ მომზადებაში ადანაშაულებს.ჯაბა სამუშიას განცხადებით, მანქანის ძარებიდან ტექნიკურ მარილს საბჭოთა დროინდელი მანქანებით, ნიჩბებით ყრიან, მაშინ როდესაც მსგავსი სიტუაციის დროს მარილნარევ ქვიშას   თანამედროვე ტექნიკა უნდა ყრიდეს.

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის ნიკო ხაჩირაშვილის განცხადებით კი, ტექნიკური მარილის ნიჩბებით მოყრა მხოლოდ ვიწრო ქუჩებში მოხდა და მთავარ  მაგისტრალებსა და ცენტრალურ ქუჩებში მარილს თანამედროვე ტექნიკიდან ყრიდნენ. ამასთან, როგორც  ხაჩირაშვილიმა commersant.ge-ს განუცხადა, მსგავსი ყინვა თბილისში 7–8 წელია არ დაფიქსირებულა, თუმცა მერიის მხრიდან ყველანაირი ტექნიკა მობილიზებულია და სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group