თბილისში დათოვლილი ტროტუარებისა და გზების გაუწმენდაობის გამო ბოლო ორი
დღის განმავლობაში დაცემის შედეგად სხეულის ტრავმა ათობით ადამიანმა
მიიღო, იუწყება მედიანიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
თბილისის საავადმყოფოებში აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დათოვლილ გზასა და ყინულზე დაცემის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ კონკრეტული ციფრის დასახელება უჭირთ.
როგორც ,,მედიანიუსს” დედაქალაქის ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ტრავმატოლოგიური საავადმყოფოდან აცნობეს, მხოლოდ გუშინდელი მონაცემებით კლინაკაში დაცემის შედეგად სხვადასხვა სახის მოტეხილობით 10 ადამიანი შევიდა, დღეს კი ზუსტი რაოდენობის თქმა დაშავებულების სიმრავლიდან გამომდინარე უჭირთ.
,,მედიანიუსი” დაუკავშირდა #1 კლინიკურ საავადმყოფოსაც, სადაც განმარტეს, რომ ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში უკვე მეხუთე ადამიანს ადებენ თაბაშირს.
,,უკვე ნახევარი საათია მეხუთე ადამიანს ვადებ თაბაშირს”, _ აღნიშნა მორიგე ექიმმა.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკაში (ე. წ. მიხეილის საავადმყოფო) კი განაცხადეს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ყინულზე დაცემის შედეგად დაშავებულთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ მათ კონკრეტული რიცხვის დასახელება უჭირთ.
ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან მონაცემით, მხოლოდ გუშინდელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის მოტეხილობით მათთან 17 პაციენტი შეიყვანეს.
ერთ-ერთი ტრავმამიღებულის თქმით, ის ცინცაძის ქუჩაზე მაშინ დაშავდა, როდესაც საღამოს სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა და დათოვლილ გზაზე დაეცა.
,,ფეხი მომისრიალდა ტროტუარზე, რომელიც მოყინული იყო. ამ ქუჩაზე არც გზა იწმინდება და არც მარილი იყრება, ამიტომ ქუჩაზე სიარული, პრაქტიკულად, შეუძლებელია”, _ აღნიშნა დაზარალებულმა.
დედაქალაქის სასწრაფო დახმარების _ `113~-ის პრესსამსახური გზებზე დაცემულთა გამოძახებების შესახებ ინფორმაციას არ გასცემს. როგორც `მედიანიუსს~ პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხზე მედიამ მერიას უნდა მიმართოს.
Related Stories