ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან კომერციული ბანკების დამოკიდებულებაზე განმარტება გააკეთა

01/02/2012 17:08 (112 დღე 12:03 minutes ago)

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან კომერციული ბანკები ს  დამოკიდებულებაზე განმარტება გააკეთა. შესაბამისი განცხადება ბანკის ფეისბუკის გვერდზე განთავსდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მედიანიუსის ცნობით, მის თანახმად, აურზაური იმის გამო ატყდა, რომ `ადრე მოქმედი რეგულაცია არავის ჰქონდა წაკითხული~. საუბარია ორ დოკუმენტზე: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონსა და აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკები ს მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ დებულებაზე. 2011 წლის 20 დეკემბრის ცვლილებებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მთელ ტექსტში ტერმინი „საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი“ შეიცვალა ტერმინით „კლიენტი“, რამაც კანონის ცალკეული მუხლებისა და, მათ შორის, მე–6’ მუხლის რედაქციის შეცვლაც განაპირობა.

„აღნიშნულ კანონშიც, და შესაბამისად, კომერციული ბანკები ს მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ დებულებაშიც (2004 წლის 25 ივლისის #95 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში) ცვლილება შევიდა 2010 წლის 23 მარტში. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე–6 რეკომენდაციით და განიმარტა პოლიტიკურად აქტიური პირის ცნება. დეკემბრის ცვლილებით, როგორც ზემოთაა აღნიშნული, მხოლოდ ერთადერთი სიტყვაა შეცვლილი: „საქმიანი ურთიერთობებით დაკავშრებული პირის“ ნაცვლად ჩაიწერა ტერმინი „კლიენტი“.

ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ეს ცვლილებები, არანაირად არ ცვლის, მით უფრო, დამატებით ფუქნციას არ ანიჭებს არც ბანკებს, არც მონიტორინგის სამსახურს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადაამოწმონ აღნიშნული კანონისა და დებულების ძველი ვერსიები“, –– ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კომერციული ბანკები ს მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან მოქმედი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია. მის თანახმად, კომერციულ ბანკებს პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ისეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, როგორიც გასულ წელს ჰქონდათ. კერძოდ, ისინი ვალდებულნი არიან, გამოარკვიონ, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group