„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ნაპოვნია თურქეთის ნაპირთან დაღუპული ქართველი მეზღვაურის გვამი

02/02/2012 10:56 (111 დღე 18:17 minutes ago)

მაშველებმა იპოვეს ქართველი მეზღვაურის გვამი, რომელიც შავ ზღვაში, გუშინ საღამოს სატვირთო გემის ჩაძირვას ემსხვერპლა, თურქეთის პოსტ ალიაგასთან ახლოს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შარაბიძის თქმით, დაღუპული მეზღვაური ქალაქ ფოთის მკვიდრი მურმან დარსაძეა, რომელიც გემზე მექანიკოსად მუშაობდა. 

 

სატვირთო გემი Vera გუშინ საღამოს ჩაიძირა. კამბოჯის დროშით მცურავ გემზე, რომელსაც რუსეთიდან თურქეთში ჯართი მიჰქონდა, 10 უკრაინელი და ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდნენ. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო კატასტროფის მიზეზად ქარიშხალს ასახელებს. მაშველებმა ჯერჯერობით სამი მეზღვაურის გადარჩენა შესძლეს. დანარჩენები დაკარგულად ითვლებიან. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group