სადეპუტატო ასაკმა 21 წლამდე დაიწია


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ერთიანი ეროვნული გამოცდები მსოფლიო ბანკის წიგნში

ავტორი ნეტგაზეთი

02/02/2012 11:25 (111 დღე 17:51 minutes ago)

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში 31 იანვარს გაიმართა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ცალკე თავი ეძღვნება და ერთიან ეროვნულ გამოცდებს მსოფლიო ბანკი საქრთველოში გატარებულ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ რეფორმათა შორის ასახელებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

"წიგნში, რომლის ავტორია მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა" ჰქვია და მასში მერვე თავი, "მისაღები გამოცდებიდან კორუფციის აღმოფხვრა" - მთლიანად ერთიან ეროვნულ გამოცდებს ეთმობა.

თავის შესავალში მოკლედ აღწერილია, თუ როგორ იღებდნენ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლები 2005 წლამდე; როგორ იყოფოდა ფაკულტეტები და უნივერსიტეტები პრესტიჟულობისა და იქ მოხვედრის საფასურის მიხედვით. აქვე აღნიშნულია, რომ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება დაისახა მიზნად და რომ 2005 წელს ოთხ საგანაში პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა. "იმისთვის რომ ახალი საგამოცდო სისტემის არსი განემარტათ საზოგადოებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიარეს.

აქვე საუბარია იმის შესახებ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებას და რომ ამ პროცესს ვნებათაღელვა მოჰყვა. "კორუფციის მთლიანად აღმოსაფხვრელად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტები ინგლისში დაბეჭდა, მას შემდეგ კი რაც მასალები საქართველოში ჩამოიტანეს ის ეროვნული ბანკის საცავებში განათავსეს და 14 საგამოცდო ცენტრში საპატრულო პოლიციის თანხლებით მიიტანეს.

აქვე აღნიშნულია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების შედეგად, სრულიად აღმოიფხვრა კორუფცია მისაღებ გამოცდებზე და წაიშლა პრესტიჟულ ფაკულტეტებზე "ქრთამის სანაცვლოდ მოხვედრის" ცნება. ამ რეფორმამ უმაღლესი სასწავლებლებისკენ გზა გაუხსნა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ, ასევე ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ აბიტურიენტებს და საზოგადოების ნდობა პირველივე ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ მოიპოვა," - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group