ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

თბილისში შემოსავლელ გზასა და კახეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია

02/02/2012 11:29 (111 დღე 17:47 minutes ago)

ქარბუქისა და ნამქერის გამო, თბილისში შემოსავლელ გზასა და კახეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ხილვადობა გართულებულია, რაც მოძრაობის შეფერხების მიზეზი გახდა.


"ბაკურციხიდან თელავის ჩათვლით საშინელი ქარბუქი და ნამქერია. ამის გამო მოძრაობა შეფერხებულია, თუმცა იმისთვის, რომ გზებზე მანქანების ჩახერგვა არ მოხდეს, ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ანალოგიური სიტუაციაა  თბილისში შემოსავლელ გზაზე, რომელის სატრანზიტო მოძრაობისთვისაა განკუთვნილი და რომლითაც ტრაილერები დედაქალაქის გვერდის ავლით გადაადგილდებიან", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.


რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ტრაილერების გარდა, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის არის დაშვებული, ნაქერალას უღელტეხილზე კი, გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ხდება.


შეზღუდვები გრძელდება გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისათვის კვლავ შეზღუდულია. დანარჩენი სახის ავტროტრანსპორტისთვის კი, მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group