"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"


Thursday, May 24, 2012
News Making Money

კახეთის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოსწყდა

02/02/2012 17:44 (111 დღე 11:35 minutes ago)

კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კახეთის საინფორმაციო ცენტის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და თბილისში მიმავალ ავტომანქანებს მოძრაობის გაგრძელების უფლებას არ აძლევს, მიზეზად საპატრულოს თანამშრომლები  ნამქერს ასახელებენ. ჩაკეტილია ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაც.

როგორც გომბორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნორშე ნეკრესელაშვილმა საინფორმაციო ცენტს განუცხადა, გზაზე თოვლის საფარმა ნახევარ მეტს მიაღწია და მოძრაობა შეუძლებელია.

commersant.ge დღეს ცდილობდა კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. თელავის გამგებლის პეტრე კიკნაძის ინფორმაციით კი, ქალაქის მთავარ ქუჩებზე მანქანები უპრობლემოდ გადაადგილდებიან, თუმცა რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი, სადაც 3–4 ოჯახი ცხოვრობს, რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილია.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდთოვლობის გამო კახეთში 20–მდე სოფელი იზოლაციაში მოექცა. ქარბუქის გამო კი ტექნიკა სა ავტომობილ ო გზების გაწმენდას ვერ ახერხებს. შეგახსენებთ, რომ სა ავტომობილ ო გზებზე საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group