ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

წყლის მრიცხველისთვის გადასახდელი თანხა 24 თვეზე გადანაწილდება

ავტორი ნეტგაზეთი

03/02/2012 11:37 (110 დღე 17:44 minutes ago)

წყლის მრიცხველისთვის გადასახდელი 100 ლარი, სურვილის შემთხვევაში, თითო ოჯახს 24 თვეზე გადაუნაწილდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ ინფორმაციას“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი ავრცელებს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თამუნა მოსელიძის განცხადებით, 100 ლარი არ არის მხოლოდ მრიცხველის საფასური:

“100 ლარი არა მრიცხველის დაყენება, არამედ აღრიცხვის კვანძის მოწყობა ჯდება, რაშიც შედის მრიცხველი ყველა თავისი აქსესუარით, პლუს მრიცხველის დამონტაჟება, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში საჭრო გახდეს გათხრა და მრიცხველის ჩადგმა, მილების გაყვანა და ა.შ.”

თამუნა მოსალიძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მრიცხველის დაყენებისას დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, გადასახდელი თანხა არ გაიზრდება.

“აბონენტისთვის აღრიცხვის კვანძის დაყენებისთვის გადასახდელი თანხა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დააწესა. კვანძის დაყენების ღირებულება 100 ლარზე გაცილებით მეტია”, – განაცხადა თამუნა მოსელიძემ –“შეუძლებელია მთელ თბილისში მრიცხველები ერთდროულად დაყენდეს, თუმცა გამრიცხველიანების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები დადგენილ ვადებში, 2015 წლის ბოლომდე, დასრულდება”.

თითოეულ ოჯახს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის გადახდა გამრიცხველიანებიდან 6 თვის შემდეგ მოუწევს.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group