
ევროზონის კრიზისის პირობებში ევროს გაუფასურების ფონზე, საქართველოში ევროპულ საქონელზე ფასები იკლებს, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კომპანია „ნოვო ჯგუფში“, რომელიც ქართულ ბაზარზე 6 ევროპულ ბრენდს წარმოადგენს, აცხადებენ, რომ საგაზაფხულო კოლექციებზე ფასები შემცირდება.
მენეჯმენტის ინფორმაციით ევროზონის კრიზისის ფონზე ევრო უფასურდება და კურსთაშორის სხვაობა პირდაპირ აისახება საქართველოში ევროპული საქონლის ფასზე. მათივე განმარტებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბრენდულ პროდუქციაზე ფასები 20%–ით შემცირდება. ამჟამად საგაზაფხულო კოლექცია უკვე წარმოდგენილია „მანგოში“, სადაც საქონლის ფასები შემცირებულია.
კომპანია "ედრესში", რომელიც ქართულ ბაზარზე 9 ევროპულ ბრენდს აერთიანებს, ასევე აცხადებენ, რომ მათ ბრენდულ მაღაზიებში საგაზაფხულო კოლექციებზე ევროპული პროდუქცია 25%–ითაა გაიაფებული. მენეჯმენტის განცხადებით, ფასების შემცირება უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებით გადაწყდა. „ედრესში“ განმარტავენ, რომ ქართულ ბაზარზე პოზიციონირება დაბალი ფასებით უფრო ხელსაყრელია.კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროს კრიზისის ფონზე ევროს გაუფასურების პირობებში ფასი კურსთაშორის სხვაობის პროპორციულად შეიცვლება.
ფასების ვარდნა ევროპული ავტომობილ ების ქართულ ბაზარზეც ფიქსირდება.
Related Stories