სადეპუტატო ასაკმა 21 წლამდე დაიწია


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა

ავტორი ნეტგაზეთი

03/02/2012 13:36 (110 დღე 15:46 minutes ago)

დღეს, 3 თებერვალს 7 წელი შესრულდა საქართველოს პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან. 

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ახალგაზდრული ჯგუფის წევრები მის გარდაცვალებასთან დაკავშრებით პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

2005 წლის 3 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ნაციონალური მაუწყებლების პირდაპირი ეთერით საქართველოს მოსახლეობას აუწყა, რომ თბილისში, ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორ რაულ იუსუპოვის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი იყო რაულ იუსუპოვიც.

ვანო მერაბიშვილმა იმავე დროს განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და პრემიერი მხუთავი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეჭვი შეიტანა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიაში. 2010 წელს, გაზეთ ”ყველა სიახლესთან” ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგა ჟვანიამ განაცხადა: ”ეს რომ მკვლელობა იყო, ჩვენთვის, ზურას ახლობლებისთვის, ისედაც ნათელია. გასარკვევია მხოლოდ, ვინ განახორციელა, ვისი მითითებით მოხდა ეს მკვლელობა და რა მიზნით. როდესაც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, საქართველოში განვითარებულ ბევრ ბოლოდროინდელ მოვლენას აეხდება ფარდა. ეს საქმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ძალიან მალე გაიხსნება, რადგან ბევრი და მნიშვნელოვანი მტკიცებულება არსებობს.”

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია წლების მანძილზე თავს იკავებდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან, თუმცა, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა მხარდაჭერა.

ზურაბ ჟვანია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group