მთელ საქართველოში ხვალიდან, სამი დღის განმავლობაში თოვაა მოსალოდნელი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 8-დან 10 თებერვლის ჩათვლით ითოვებს. შემდეგ მცირედით გამოიდარებს, თუმცა ნალექის შეწყვეტასთან ერთად ყინვა გამკაცრდება.
მისივე თქმით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა ღამით -8; -9 გრადუსამდე იქნება, თბილისში დღეს და ხვალ, ღამით მოსალოდნელია -3 გრადუსი, 10 თებერვალს _ -5 გრადუსი ყინვა.
ამასთან, შიდა ქართლში 12, 13 და 14 თებერვალს ღამით ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოში ღამით ბარში მოსალოდნელია -1; -2 გრადუსი; 11 თებერვლიდან კი რამდენიმე დღის განმავლობაში ყინვა -6 გრადუსამდე დაეცემა.
სინოპტიკოსები გაზაფხულის ამინდებს ჯერ არ პროგნოზირებენ. აღმოსავლეთ საქართველოში სიცივეები 15 თებერვლის შემდეგაც შენარჩუნდება.
Related Stories