ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

თბილისში ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია

08/02/2012 11:53 (105 დღე 17:40 minutes ago)

თბილისში ინტენსიური თოვის გამო, ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა , თორნიკე შიოლაშვილმა განუცხადა, თბილისში პირველ რიგში ცენტრალური ქუჩები გაიწმინდა.


მისივე თქმით, დასუფთავების სამსახური ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ქალაქის მასშტაბით ყველა გზაზე, სადაც ტრანსპორტი მოძრაობს, ტექნიკური მარილი იყრება.


"პირველ რიგში ცენტრალური ქუჩები გავხსენით. ნელ-ნელა გარეუბნებისკენ გადავინაცვლებთ და მალე ყველა გზა გაიწმინდება, სადაც ტრანსპორტი მოძრაობს. ამ წუთებში სპეციალური ტექნიკით გზების თოვლისგან გაწმენდა მიმდინარეობს. ასეთი ძლიერი თოვლცვენა არ გვახსოვს. მთელი ღამის განმავლობაში მარილის დაყრა რამდენჯერმე მოგვიწია", - აღნიშნა თორნიკე შიოლაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში წუხელ 500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group