| საქართველოს კონტროლის პალატა კიდევ ორი ორგანიზაციისგან ითხოვს ფინანსურ ანგარიშს |
|
08/02/2012 17:34 (105 დღე 12:02 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოს კონტროლის პალატა კიდევ ორი ორგანიზაციისგან ითხოვს ფინანსურ ანგარიშს.
საუბარია არასამეწარმეო იურიდიულ პირზე "რესპუბლიკურ ინსტიტუტსა" და ორგანიზაციაზე "ახალი თაობა - ახალ ინიციატივა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაბამისი მიმართვა ამ ორგანიზაციებს უკვე გაეგზავნათ.
მოგელაძის თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის ინფორმაცია წარმოადგინოს. ორივე სუბიექტმა კონტროლის პალატას ინფორმაცია სამ დღეში უნდა გაუგზავნოს.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

