| დღეს ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ ქართველებს შეხვდება |
|
22/02/2012 11:08 (91 დღე 18:30 minutes ago) | ||||||||||||
|
დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ხოლონში გაემგზავრება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტერესი ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ ქართველებს შეხვდება.
23 თებერვალს პატრიარქი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს რეუვენ (რუბი) რივლინს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს. იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ჰერცელის მთაზე იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს, იუწყება პირWელი.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

