ისრაელში ვიზიტით მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბიბლიური მეფე დავითის საფლავზე
საჩუქრად ოქროს ძაფებისაგან ნაქარგი ფარდა მიიტანა, იუწყება მედიანიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
იგი იერუსალიმის წმიდათაწმიდას ტაძარში იყო ჩამოფარებული. ის მთავარმა რაბინებმა დავითის საფლავს გადააფარეს.
ფარდა ბიბლიურ მეფე დავითისათვის ქართველი ხალხის მიერ მიძღვნილი საჩუქარია. იგი ქართველმა ოსტატებმა ოქროს ძაფებისა და აბრეშუმისაგან მოქსოვეს. ხელოვნების ამ ნიმუშზე ისინი 8 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მასზე ერთ-ერთი ფსალმუნი არის ამოქარგული.
მთავარ რაბინებთან: შლომო ამარსა და იონა მეცგერთან შეხვედრისას უწმინდესმა ბრძანა, რომ მისთვის მეფე დავითი ყველაზე პატივსაცემი ფიგურაა და მის საფლავზე ფარდის დაბრძანება ითხოვა. რაბინებმა საჩუქარი შეამოწმეს და მისით აღფრთოვანდნენ,—იუწყება გაზეთი “ედიოტ ახრონოტი”.
მათი თქმით, იერუსალიმში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ არცერთ სასულიერო პირს ებრაელთა მეფისათვის ასეთი საჩუქარი არ ჩაუტანია. ილია მეორემ ფარდა მათი დახმარებით საფლავზე დააბრძანა, შემდეგ კი გოდების კედელი მოინახულა. ისრაელში ყოფნისას იგი ქვეყნის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა და ქნესეთის თავმჯდომარე რეუვენ რივლინმაც მიიღეს.
დღეს ილია ქალაქ ხოლონში ჩავა, სადაც ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ხვალ კი წმინდა გერასიმეს მონასტერს მოინახულებს. შემდეგ კი ილია წინასწარმეტყველის ამაღლების ადგილს ეწვევა.
ილია მეორის ვიზიტი 25 თებერვალს დასრულდება.
Related Stories