| მესტიას განახლებული აეროდრომი ექნება |
|
19/08/2010 13:10 (537 დღე 18:16 minutes ago) | ||||||||||||
|
მომავალი სეზონისათვის მესტიაში აეროდრომის რეაბილიტაცია დასრულდება და ტურისტული ინფრასტრუქტურაც მზად იქნება, იუწყება რადიო კომერსანტი.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია აცხადებს. მისი თქმით, ობიექტის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიაში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა, რაც სვანეთში მომსახურების სფეროს განვითარების დამატებითი სტიმული იქნება.
მესტიის აეროდრომის საპროექტო სამუშაოებს ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამერიკულ-ბულგარული კომპანია ახორციელებს, რომელსაც რთულ რელიეფურ ადგილებში აეროდრომების დაპროექტების დიდი გამოცდილება აქვს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


