ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე აქციებს მიესალმება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ტურისტები აჭარაში ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას უჩივიან

23/08/2010 14:21 (534 დღე 03:31 minutes ago)

ტურისტები აჭარაში ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას და მომსახურეობის დაბალ ხარისხს უჩივიან.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

რადიო კომერსანტის ცნობით, ამ ინფორმაციას დღევანდელი "ეკონომიკური პალიტრა" დამსვენებელთა განცხადებების საფუძველზე აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბათუმსა და ქობულეთში დამსვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს კვების ობიექტების შესაძლებლობებს. ამიტომ საღამოობით კაფე–რესტორნებში თავისუფალი მაგიდა თითქმის არ არის. კვალიფიციური პერსონა ლის არარსებობის გამო კი მომსახურეობა უხარისხოა. ტურისტების უკმაყოფილებას ქობულეთის ცენტრალურ ქუჩაზე შექმნილი მდგომარეობაც იწვევს, სადაც მუდმივი საცობია. ამასთან, მოძველებული ენერგოსისტემისა და დაბალი ძაბვის გამო გამართულად არ მუშაობს მაცივრები და კონდიციონერები, შეზღუდულია წყალმომარაგება, დროულად არ ხდება ნაგვის გატანა და არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტები.

ქართული მედიისგან განსხვავებით გავლენიანი გამოცემა "ეკონომისტი" წერს, რომ ბათუმი დღეს სათუთი და მიმზიდველი  საკურორტო ადგილია და საქართველოს კაპიტალისტური მიღწევების ექსპოზიციაა, გადასვლის მოდელი და რეკლამა იმისა, თუ როგორი შეიძლება გამხდარიყო აფხაზეთი, რუსეთს მისი ანექსია რომ არ მოეხდინა.

ქობულეთის გამგეობაში აღიარებენ, რომ ტურისტების ასეთი ნაკადისათვის მზად არ აღმოჩნდნენ. ქობულეთის გამგებლის გურამ მჟავანაძის განცხადებით, დასუფთავების მანქანები სრული დატვირთვით მუშაობენ, თუმცა დამსვენებელთა დიდი რაოდენობის გამო ქუჩაში განთავსებული ბუნკერები სწრაფად ივსება. მისი თქმით ცხელმა ზაფხულმა სათავე ნაგებობებში წყლის რესურსის შემცირება გამოიწვია, ამიტომ მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება. დამსვენებელთა დიდი რაოდენობის გამო გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც, რაც ძაბვის დაცემას იწვევს. ქობულეთის გამგებლის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ მომავალ წელს ტურისტებს მსგავსი პროიბლემები არარ შეექმნათ.

აჭარის ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, წლის დასაწყისიდან დღემდე აჭარას 600 ათასი ტურისტი ეწვია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასული წლის მონაცემს 150 პროცენტით აღემატება. წლის ბოლომდე აჭარაში კიდევ 200 ათას ტურისტს ელოდებიან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group