გრიგოლ ვაშაძე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

მოსკოვსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა

ავტორი დავით ჩაგანავა, რადიო თავისუფლება

24/08/2010 12:46 (532 დღე 19:39 minutes ago)

ეს რეისები ჯერ დატანილი არაა არც აეროპორტში გამოკრულ პლაკატებსა და არც ცნობათა ბიუროს ბილბორდებზე.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სხვა ქვეყნებისა და ქალაქების ჩამონათვალში მოსკოვი მითითებული არ არის. მხოლოდ პატარა მონიტორზე, რომელიც სინათლის სხივებს ირეკლავს და ჩამოფრენა-გაფრენის გრაფიკს მონაცვლეობით აჩვენებს, პატარა ასოებით წერია: დომოდედოვო, ს7955, 13:10. დომოდედოვო მოსკოვის აეროპორტი ა, ს7955 - ფრენის ნომერი, 13:10 -ჩამოფრენის დრო - დრო, როცა ჟურნალისტები თბილისის აეროპორტში მწკრივში დგებიან ჩართული კამერებით. თუმცა 20 წუთი გადის… ვიზებს მგზავრები ადგილზე იღებენო. ალბათ ამიტომ, პროცედურაც იწელება.

კარები იხსნება და ჩნდებიან პირველები - ისინი, ვინც მოსკოვ-თბილისს შორის საჰაერო გზა შემოვლის გარეშე გაჭრა. თქვენი თავი წარმოიდგინეთ: ჩამოხვედით და სანამ ახლობელთან მისვლას მოახერხებთ, ბარგით დატვირთულს კამერებით განათებული კორდონის გავლა გიწევთ. გაიღიმეთ, თქვენ კადრში ხართ.

არც ისე განსაკუთრებულად ძნელი იყო ერევნიდან ფრენა, თუმცა მთავარი ეს არაა - საიდან მიფრინავ, ერევნიდან თუ საიდანღაც, არამედ ის, რომ შენ მიფრინავ როგორც თავისუფალი ადამიანი ...რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად პრაქტიკულია ეს თქვენთვის? ბილეთზე რა აზრის ხართ? ძვირი იყო თუ მისაღები ფასია? რამდენად კომფორტულად იმგზავრეთ და რას ფიქრობთ, რომ….?

ირკვევა, რომ ფასები შემოვლითი გზით მგზავრობაზე მაღალია, თუმცა დრო მგზავრობაში ნაკლები იხარჯება - სამამდე საათი და თბილისში ხართ. კომფორტი ფული ღირსო, მგზავრებმა… ამიტომაც უმრავლესობა პასუხებისა იყო:

„პირდაპირი რეისი საუკეთესოა...“

თითქმის პარალელურ რეჟიმში, მოსკოვისკენ გაფრენისთვის ემზადებიან. იმავე თვითმფრინავმა მგზავრები პირდაპირ მოსკოვში უნდა ჩაიყვანოს, იმავე დომოდედოვოს აეროპორტში. აქ თქვენს ბარგს, თქვენს პასპორტს, თქვენს სურათს... მოკლედ, ყველა პროცედურას ისევ ტელეკამერების წინ გადიხართ…

„არც ისე განსაკუთრებულად ძნელი იყო ერევნიდან ფრენა, თუმცა მთავარი ეს არაა - საიდან მიფრინავ, ერევნიდან თუ საიდანღაც, არამედ ის, რომ შენ მიფრინავ როგორც თავისუფალი ადამიანი, ნორმალურად, ყოველგვარი ჩახლართულობების გარეშე. ამაში არაა სრულიად თავისუფალი ურთიერთობის სილამაზე &submit=Search&searchphrase=exact&ordering=newest"> სილამაზე …“

ორივე - იქითა და აქეთა - ფრენას დღეს რუსული კომპანია „სიბირი“ ახორციელებს. ავია კომპანიამ ფრენები 30 ოქტომბრის ჩათვლით უკვე დაგეგმა. სახელად „ჩარტერი“ ჰქვია ჯერ, რაც ნიშნავს: „შეკვეთით“. თუმცა შეკვეთა, 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში სამ დღეს - ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს - შეგიძლიათ, რაც არა ჩარტერს, არამედ უფრო რეგულარულ ფრენას ჰგავს… თუმცა...

„სიბირის“ ს7 აირლაინის წარმომადგენელი ვახტანგ თხელიძე გაზეთ „24 საათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამას არარეგულარულ ფრენებს უწოდებს:

”თუ ჩვენი მუშაობა კარგად წარიმართა, ბუნებრივია, რეგულარულ რეისებზე გადავალთ.”

როგორც „სიბირის“ წარმომადგენელი ამბობს, ნებართვა მათ ორივე სამთავრობო მხარისგან მიიღეს:

”მოსკოვის ფრენის ნებართვა საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვეთ, რომელიც ამას მიესალმა და თანხმობა განგვიცხადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგივე ნებართვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც მივიღეთ.

„სიბირის“ ავია ხაზებზე უახლოესი ბილეთი 972 ლარი ღირს. ეს ერთი გზის ფასია ...პირდაპირ „ აირზენა ც“ იფრენს 25 აგვისტოდან, თუმცა აქ გრაფიკი, მართლაც, ჩარტერულს ჰგავს. დღეისათვის ბილეთის დაჯავშნა 15 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ, თუმცა ისიც, თუ გაგიმართლათ: ბილეთების ძირითადი ნაწილი უკვე გაყიდულია. მდგომარეობა ისეთივეა „სიბირის“ ავია ხაზებზეც…

„ახლა აგვისტოში ვნახულობ. არც ერთ რიცხვზე ადგილი არ არის. თავისუფალი ადგილი არის ათი სექტემბრისთვის მხოლოდ.“

იმას, რომ ბაზარზე გაჩენილი მიწოდება ჯერჯერობით მოთხოვნასთან საბაზრო თანხვედრაში არაა, ბილეთის ფასებიც აჩვენებს.

„სიბირის“ ავია ხაზებზე უახლოესი ბილეთი 972 ლარი ღირს. ეს ერთი გზის ფასია… 972 ლარი… მაშინ, როცა ყველაფერი დაჯავშნულია, რაოდენობა მცირდება, მოთხოვნა იზრდება და, შესაბამისად, ფასიც. მარტივი საბაზრო პრინციპია…

ასევე საბაზროს და ღიას ჰგავს, წინა აღდგენებისგან განსხვავებით, დღევანდელი სიტუაციაც… აქ არ დგანან ხელისუფლების ან ავია კომპანიების ხელმძღვანელები ჰალსტუხებით და არ იძლევიან ფრენების კონცეპტუალურ მნიშვნელობაზე კომენტარებს. ყველაფერი ისეა, როგორიც უნდა იყოს. ხალხი მიდის, ხალხი მოდის…მოკლედ, ნება გაჩნდა და პოლიტიკა ყოველდღიურმა მოთხოვნილებამ ჩაანაცვლა…შეგიძლიათ იფრინოთ პირდაპირ, თუმცა, თუ არ გეჩქარებათ, თანხის დასაზოგად ისევ შემოვლითი გზა ჯობს…მაგრამ ეს, ბუნებრივია, მეტ დროს მოითხოვს… ან იმ დროს დაელოდეთ, როდესაც მოთხოვნაში დარწმუნებული ავია კომპანიები ფრენებს დაამატებენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მწვანე შუქის პირობებში. ყოველ შემთხვევაში, მოვლენების ნორმალური განვითარების პირობებში ყველაფერი აქეთკენ მიდის… „სიბირის“ წარმომადგენელთა თქმით, მათ სურთ საჰაერო სიხშირის პირვანდელი მდგომარეობა აღადგინონ ავია რეისების დანიშვნით არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისსა და ბათუმშიც.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group