| "ჰოლიდეი ინი" ფუნქციონირებას სექტემბერში დაიწყებს |
|
26/08/2010 16:41 (530 დღე 16:00 minutes ago) | ||||||||||||
|
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ აჭარის საერთაშორისო კლასის სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ თბილისში სექტემბრის ბოლოს გაიხსნება, იტყობინება რადიო კომერსანტი.
სასტუმროს მფლობელი კომპანია „აჭარა გრუპის“ ინფორმაციით, მშენებლობა დასრულებულია და ახლა შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. „ჰოლიდეი ინში“ 300–მდე ნომერია, რომელთა ღირებულება 100 დოლარიდან იწყება. სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ მშენებლობა სასტუმრო „აჭარას“ ნაცვლად 2006 წელს დაიყო. პროექტში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. განახლებული სასტუმრო „აჭარა“ 4 ვარსკვლავიანი იქნება და საშუალო ფენაზეა გათვლილი.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

