ბრიტანული ავია კომპანია British Airways–ი და ესპანური Iberia კიდევ
რამდენიმე კომპანიის შეძენას აპირებენ, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ მუმბაიში მყოფმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა უილი უოლშმა განაცხადა.
მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელი კომპანიები მოხვდა შესაძენ ობიექტთა სიაში, თუმცა აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა თორმეტია. უოლშის თქმით, ავია კომპანიების პრობლემების გადაჭრის გზა სწორედ გაერთიანებაა.
ექსპერტების ვარაუდით კი ამ სიაში განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში მოქმედი კომპანიები შევა. პირველ რიგში, იგულისხმება ინდოეთი და ჩინეთი.
შეგახსენებთ, რომ British Airways–ისა და Iberia–ს შერწყმის პროცესი 2009 წლის ნოემბერში დაიწყო და შედეგად მსოფლიო ს ერთ–ერთი უმსხვილესი ავია გადამზიდავი International Airlines Group–ი შეიქმნა.
კონგლომერატის ხელმძღვანელობა მის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს, თუმცა კომპანიას შიდა პრობლემებიც აქვს: წელს ВА–ის ბორტგამცილებლებმა მთლიანობაში 22–დღიანი გაფიცვა მოაწყეს და პროფკავშირები აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავენ.
Related Stories