| თბილისის „შერატონს“ რეკონსტრუქცია ჩაუტარდება |
|
08/11/2010 18:40 (562 დღე 11:01 minutes ago) | ||||||||||||
|
არაბული „რაკია“ მის მფლობელობაში არსებული თბილისური „ შერატონი ს“ რეკონსტრუქციას გეგმავს, იუწყება რადიო კომერსანტი.
სასტუმროს განახლების სამუშაოები წლის ბოლოს დაიწყება. კომპანიაში აცხადებენ, რომ სასტუმროს შენობა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
მათივე თქმით, მთლიანად განახლდება ოთახები და სასტუმროს ტექნიკური აღჭურვილობა. „ შერატონი ს“ რეკონსტრუქციისთვის 12 მილიონია გამოყოფილი. მსოფლიო ბრენდის სასტუმროს განახლება 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

