თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დან ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში წუხელ
14 მგზავრი გაფრინდა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
" აირზენა " შარმ ელ შეიხის მიმართულებით ჩარტერულ ავია რეისი 23:30 საათზე შეასრულა. შარმ ელ შეიხში გამგზავრებას 80 მგზავრი გეგმავდა, თუმცა ბოლო მონაცემებით, ეგვიპტის კურორტზე წასასვლელად რეგისტრაცია 14-მა მგზავრმა გაიარა. მათ შორის, ძირითადად, არიან წყვილები და ოჯახები. რამდენიმე ოჯახი კი ეგვიპტის კურორტზე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მიდის.
მგზავრები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, შარმ ელ შეიხში არანაირი პრობლემები არ არის და დასვენებისთვის სტაბილური გარემოა. კომპანიები კი, რომლებმაც მგზავრების შარმ ელ შეიხში გამგზავრება უზრუნელყვეს, არიან: " აირზენა ჰოლიდეი", "ინტერკონტინენტალი" და "ენ-ტური".
ამასთან, დღეს, გამთენიისას, ეგვიპტიდან საქართველოში 200-მდე ადამიანი დაბრუნდა. ისინი ეგვიპტის ქალაქებში გახშირებულ მარადიორობის ფაქტებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბოლო დღეებში სასტუმროდან გასვლას ვერ ახერხებდნენ.
ეგვიპტეში მასობრივი არეულობებია, რომლებსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკაონ ეგვიპტეში გამგზავრებისგან. საგარეო უწყებამ ეგვიპტის მოვლენებთან დაკავშირებით " ცხელი ხაზიც" აამოქმედა - 94 50 50.
Related Stories