ეგვიპტის ქალაქ ტაბადან 85 ქართველი სპეციალური რეისით დღეს დაბრუნდება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტაბაში დასასვენებლად მყოფმა გუგა კოტეტიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ქართველები სამშობლოში ადგილობრივი ავია კომპანიის მეშვეობით რამდენიმე საათში გამოფრინდებიან.
"თბილისში დღეს ჩამოვალთ. ქალაქში, სადაც ჩვენ ვართ, სრული სიმშვიდეა, მაგრამ სამი დღით ადრე ვტოვებთ ტაბას, რადგან ჯგუფის რამდენიმე წევრი ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებით შეშინებულია", -განაცხადა კოტეტიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი სპეცრეისით ტაბას ყველა ქართველი ტურისტი დატოვებს.
რაც შეეხება შარ-ელ-შეიხში მყოფ ქართველ ტურისტებს, კოტეტიშვილის ინფორმაციით, იქ მყოფი ქართველები სამშობლოში 10 თებერვალს დაბრუნდებიან.
Related Stories