| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
რადიო კომერსანტის ცნობით, უცხოელი ტურისტები თანდათანობით ბრუნდებიან
ეგვიპტის კურორტებზე.
ჰურგადის აეროპორტმა სამშაბათს 17 საერთაშორისო რეისი მიიღო, რომლებმაც ქვეყანაში 2300 ტურისტი ჩაიყვანა.
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ – დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და გერმანიამ – უკვე მოხსნა აკრძალვა ეგვიპტეში ტურისტების გამგზავრებაზე.
სავარაუდოდ, ტურისტების ნაკადი კრიზისამდელ მაჩვენებელს უკვე მარტის შუა რიცხვებში დაუბრუნდება. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ტურისტული ობიექტები, მათ შორის გიზას პირამიდა, დამთვალიერებლებისთვის გახსნილია.
ტურიზმის სფეროში ეგვიპტის მოსახლეობის 10%–ზე მეტია დასაქმებული. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში მასობრივი აქციები გაიმართა, რომლებიც 11 თებერვალს ხოსნი მუბარაქის გადადგომით დასრულდა.
Related Stories