Turkish Airlines–ის სპონსორობით გაზაფხულზე სტამბოლში პირველი
საერთაშორისო შოპინგ–ფესტივალი SHOPPING FEST 2011 გაიმართება, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
Turkish Airlines–ის ბათუმის ოფისის დირექტორის დენიზ ოზთირფანის განცხადებით, ავია კომპანია მზადაა გრანდიოზულ ფესტივალზე საქართველოდან მგზავრთა უსაფრთხო და შეღავათიან ფასად გადაყვანა უზრუნველყოს.
Turkish Airlaines–ი ბათუმი–სტამბოლის რეისებს კვირაში 5–ჯერ ასრულებს (სამშაბათის და ხუთშაბათის გარდა) და ავია ბილეთის ღირებულება 88 ევროდან იწყება.
შოპინგ–ფესტივალი სტამბოლში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიების მოწყობაში 50 მლნ თურქული ლირის (55,525 მლნ ლარი) მოცულობის ინვესტიცია იდება.
ფესტივალის განმავლობაში სტამბოლში მდებარე სავაჭრო ობიექტები, რომლებიც როგორც ადგილობრივი, თურქული ნაწარმით, ასევე უცხოური ბრენდებით ვაჭრობენ, მომხმარებელს საქონელს და მომსახურებას 30%–იანი ფასდაკლებით შესთავაზებენ. სავაჭრო ოპერაციები ასევე გათავისუფლებული იქნება გადასახადისაგან და საბოლოო ჯამში მომხმარებელს შენაძენის გაკეთება 50%–იანი ფასდაკლებით შეეძლება.
SHOPPING FEST 2011 –ის ორგანიზატორები ფესტივალზე 1,5 მილიონ ტურისტს ელოდებიან. 2011 წელს ტურისტთა საპროგნოზო მაჩვენებელი 10 მლნ–ია.
Related Stories