ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

თვითმფრინავი „მხოლოდ მოზრდილთათვის“

ავტორი ნინო ლაბარტყავა, ნეტგაზეთი

18/02/2011 12:06 (460 დღე 17:56 minutes ago)

plane-with-passengers.jpg
ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ისეთი დიდი ევროპული ავია კომპანიები, როგორებიცაა: ბრიტანეთის ავიახაზები და Emirates, გეგმავენ ფრენებს, რომლითაც სარგებლობის უფლება მხოლოდ მოზრდილებს ექნებათ.

 

პირველი წელი არ არის, რაც ახალი რეისების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ტარდება. ჯერ კიდევ 2009 წელს TripAdvisor-მა, რომლითაც მოგზაურები მთელი მსოფლიო დან სარგებლობენ, განაცხადა, რომ ტურისტების 79%-ის აზრით, ბავშვებისაგან თავისუფალი ზონების შექმნაა უცილებელი.

აღნიშნული მონაცემები airfarewatchdog.com–ის გამოკითხვებითაც დადასტურდა. 10 000 გამოკითხული ტურისტიდან 54% თანახმაა, დამატებით 10 დოლარი გადაიხადოს, ხოლო 20% მზად არის, დამატებით 40 დოლარი დახარჯოს იმისთვის, რომ „ახალგაზრდა მეზობლების“ გარეშე იმგზავროს.

მგზავრებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ტურისტებს აღიზიანებთ ხმაური და ფუსფუსი, რომელსაც ნებისმიერი ასაკის ბავშვები იწვევენ. ამავე გამოკითხვებით გაირკვა, რომ ბავშვებთან ერთად მგზავრობა, განსაკუთრებით უსიამოვნო, ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ბავშვების მშობლებმა უკვე გაიზიარეს მათი განცალკევებით მგზავრობის იდეა, რადგანაც ეს პრობლემა მათთვის უკვე კარგად ნაცნობია.

მსხვილი ავია ხაზები ამ შესაძლო ცვლილებას, ჯერჯერობით, მხოლოდ განიხილავენ, რაც შეეხება რკინიგზას, აქ ახალი ვაგონები დაინერგება, რომლითაც მხოლოდ ზრდასრული ადამიანები იმგზავრებენ. მსგავსი ვაგონები უკვე გამოჩნდა ინგლისში.

 

netgazeti.ge 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group