| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ყატარში ვიზიტის
ფარგლებში ორ ქვეყანას შორის რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდება.
წინასწარი ინფორმაცით, ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე პროექტიც დაიგეგმება.
პირWელის ცნობით, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, გუშინ ქართული დელეგაცია ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და კონკრეტული პროექტები განიხილა.
დღეს კი ვაშაძე ყატარის სახელმწიფო მეთაურს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
"ჩვენი შეფასებით, ყატარაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ძალიან საინტერესოა. არაბულ ქვეყნებთან ჩვენი დაახლოება მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ამ ვიზიტს დადებითად ვაფასებთ", - განაცხადა კალანდაძემ.
Related Stories