„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"ეარ ასტანა" თბილისიდან ალმა-ატას მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს

09/06/2011 14:15 (349 დღე 15:49 minutes ago)

air-astana.jpg

ინტერპრესნიუსის ცნობით, ყაზახეთის წამყვანი ავია კომპანია "ეარ ასტანა" თბილისიდან ალმა-ატას მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


კომპანიის ინფორმაციით, რეისები კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, უახლესი Embraer E-190ს თვითმფრინავით შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ალმა-ატამდე 3 საათი და 40 წუთია, ხოლო ალმა-ატადან თბილისამდე 4 საათი. თბილისი-ალმა-ატა-თბილისის ეკონომ-კლასის ბილეთის ფასი 150 ევროდან იქნება, ხოლო ბიზნეს-კლასის ბილეთის ფასი - 515 ევროდან.


"ეარ ასტანა" მგზავრებს თბილისიდან შესთავაზებს ასევე კომფორტულ მგზავრობას ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში, ასევე პეკინში, დელიში, ბიშკეკსა და კუალა-ლუმპურში.


"ახალი ავია რესიები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია "ეარ ასტანას" სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას. გეგმის ფარგლებში კომპანია უკვე ასრულებს ფრენებს ალმა-ატადან ბაქოს, ბიშკეკის, დუშანბეს, სანკტ-პეტერბურგის, ტაშკენტის და ურუმჩის მიმართულებით", - აცხადებენ კომპანიაში.
ბოლო 7 თვის განმავლობაში "ეარ ასტანამ" 7 ახალი საერთაშორისო რეისი დაამატა.


"ეარ ასტანა"  Embraer E-190 თვითმფრინავს 97 ადგილი აქვს. 2012 წლისთვის კომპანია E-190 ტიპის თვითმფრინავების რაოდენობას ექვსამდე გაზრდის და თანდათანობით ჩაანაცვლებს ტურბხრახნიან ძრავიან თვითმფრინავებს.


"ეარ ასტანა" მოხარულია, რომ იწყებს ახალ სერვისს თბილისში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოსა და ყაზახეთს შორის", - განაცხადა "ეარ ასტანას" პრეზიდენტმა პიტერ ფოსტერმა.
"ეარ ასტანა" ყაზახეთის Samruk-Kazyna ფონდისა (51%) და BAE Systems PLC-ის (49%) ერთობლივი პროექტია. ავია კომპანიას ჰყავს 24 თვითმფრინავი, რომლებიც ასრულებენ 23 რეისს ქვეყნის შიგნით და 31 საერთაშორისო რეისს ასტანადან, ალმა-ატადან და ატირაუდან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group