ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ისრაელში მოგზაურობისთვის დნმ–ის ჩაბარება იქნება საჭირო

18/06/2011 13:19 (340 დღე 16:49 minutes ago)

israel.jpg

ისრაელი უცხოელი ტურისტების ბიომეტრული მონაცემების ბაზის შექმნას გეგმავს, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ქნესეთის საკანონმდებლო კომისიამ შესაბამისი კანონი უკვე მიიღო, რომლის ამოქმედების შემდეგ ისრაელში მიმავალ ტურისტებს თითების ანაბეჭდებისა და დნმ-ის მასალის დატოვება მოუწევთ. ამ ბაზის შექმნის აუცილებლობას ისრაელის ხელისუფლება იმით ხსნის, რომ ასე უფრო მარტივი იქნება იმ ტურისტების ამოცნობა, რომლებიც ტერაქტების ან უბედური შემთხვევების დროს დაიღუპებიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ისრაელში ჩამსვლელ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის, თუკი მათგან, როგორც დამნაშავეებისაგან ანაბეჭდებისა და დნმ-ს ჩაბარებას მოითხოვენ. ამან კი შესაძლოა ისრაელში ტურისტების ნაკადი შეამციროს.

 ქართული ტუროპერატორებისათვის ისრაელის გადაწყვეტილება ამ დრომდე ცნობილი არაა. მათი თქმით, საქართველოდან ისრაელში ტურები ისედაც შემცირებულია, ასეთი კანონის შემოღება კი კიდევ უფრო შეამცირებს. ტურისტული სააგენტოს “ვია თრეველის” ხელმძღვანელის ნინო ნამგალაძის განცხადებით, ისრაელელი პარტნიორისაგან ამ კანონის შესახებ ამ დრომდე კომპანიას შეტყობინება არ მიუღია, ამიტომ წინასწარ რთული სათქმელია, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ტურისტების რაოდენობაზე. 

შეგახსენებთ, გასულ წელს სააღდგომო ტურზე ისრაელში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს და ისრაელის ხელისუფლებისაგან თავშესაფარი მოითხოვეს. ამის შემდეგ ისრაელის მთავრობა ქართველი ტუროპერატორებისაგან თითოეულ ტურისტზე 50 ათასი შეკელის (15 ათასი დოლარი) საგარანტიო თანხას ითხოვს. ეს თანხა იმის გარანტიაა, რომ ჯგუფში შემავალი არც ერთი ტურისტი ისრაელში არ დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ტურისტულ კომპანიას უკან აღარ დაუბრუნდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group