| თუშეთს უცხოელ ტურისტთა პირველი ჯგუფები ესტუმრნენ |
|
30/06/2011 15:21 (328 დღე 14:50 minutes ago) | ||||||||||||
![]() თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა, იუწყება რადიო კომერსანტი.
ამის შესახებ commersant.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათი თქმით, თუშეთს უცხოელ ტურისტთა პირველი ჯგუფები უკვე ესტუმრნენ. ტურისტები ისრაელიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.
მათი თქმით, ასე ადრიანად თუშეთს ტურისტები გასულ წლებში არასოდეს მიუღია, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ მიმდინარე სეზონზე წინა წლებთან შედარებით ბევრად მეტი ვიზიტორი ჩამოვა. სადღეისოდ თუშეთში რამდენიმე საოჯახო სასტუმრო მოქმედებს, სადაც ღამის გათევა საშუალოდ 20 ლარი ღირს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


