საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ინტერნეტით საქართველოს სასტუმროებს ყველაზე ხშირად უკრაინელები ჯავშნიან

30/06/2011 15:51 (328 დღე 14:21 minutes ago)

პოსტ–საბჭოთა ქვეყნების დამსვენებლები საქართველოში ყველაზე ხშირად 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროებით ინტერესდებიან. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ commersant.ge–ს სასტუმროების ონლაინ რეზერვაციის ვებ-გვერდ ihotel.ge-ს დირექტორმა მიხეილ მაისურაძემ განუცხადა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მისი თქმით, ვებ-გვერდზე უკვე ბათუმის სასტუმროების ნომრების დაჯავშნაც შესაძლებელია. ამჟამად გვერდზე ბათუმის 13 სასტუმროა რეგისტრირებული და 15 ივლისამდე მათი რიცხვი 25-მდე გაიზრდება. ასევე სისტემაში დარეგისტრირებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქობულეთში "ჯორჯია პალასი".

„ბათუმის სასტუმროებზე მოთხოვნა. მკვეთრად გაიზარდა. ძირითადი მოთხოვნა პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არის. ყველაზე დიდი აქტიურობით უკრაინა გამოირჩევა და ამ ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველები თითქმის ორჯერ აჭარბებენ მსურველებს სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან. უკრაინის შემდეგ ყველაზე აქტიური აზერბაიჯანია, ხოლო შემდეგ კი სომხეთი, თუმცა სომეხი ტურისტები უფრო იაფ დასვენებას ამჯობინებენ და სასტუმროების მაგივრად კერძო სექტორის მიერ გაქირავებულ ოთახებში არჩევენ ცხოვრებას,“ – აცხადებს მაისურაძე.

მისი ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული ბათუმის 3 და 4 ვარსკვლავებიანი სასტუმროებია, რომელთა ღირებულება დღეში საშუალოდ 50-70 ევროს შეადგენს.

ამ ეტაპზე ბათუმის სასტუმროებზე მოთხოვნა მინიმუმ 2-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე მოთხოვნა თბილისის სასტუმროებზე.

ihotel.ge არის საქართველოში არსებული სასტუმროების ონლაინ რეზერვაციის სამ ენოვანი (ინგლისური, რუსული, თურქული) ვებ-გვერდი, რომელიც წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და მხოლოდ უცხოელ მომხმარებელზეა ორიენტირებული.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group