ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ნინო გიორგობიანი: "ავიაკომპანია "აირზენა" არ იყიდება"

07/07/2011 15:17 (321 დღე 14:58 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ავიაკომპანია " აირზენა " არ იყიდება. 

 

ამის შესახებ "პირWელს" ავია კომპანიის საზაოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა და " აირზენა ს" შესაძლო გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ " აირზენა ს" სომხური ავია კომპანია "არმავია" ყიდულობს, არასწორია. ავია კომპანიის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. საუბარი იყო მხოლოდ სომხურ "არმავიასთან" თანამშრომლობის გაღრმავებაზე. კერძოდ, "არმავიას" სურვილი იყო, რომ თბილისი-არმავია-თბილისის რეისი განახლებულიყო, თუმცა ოფიციალური განაცხადი ჯერ არ შემოუტანიათ", - განუცხადა "პირWელს" გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხური ავია კომპანია "არმავიას" მიერ " აირზენა ს" შესაძლო ყიდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ სომხურმა სააგენტოებმა გაავრცელეს. ამ ინფორმაციის თანახმად, ცნობილ სომეხ ბიზნესმენ მიხეილ ბაღდასაროვს ქართული ავია გადამზიდი " აირზენა ს" შეძენა შესთავაზეს. "საქართველოსგან " აირზენა ს" შეძენის წინადადება მივიღე და ის შეიძლება, განვიხილოთ: კომპანია საკმაოდ ეფექტურია", - განაცხადა თავად ბაღდასაროვმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ გიორგობიანმა "არმავიასთან" მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია არა მთლიანად კომპანიის, არამედ მისი მხოლოდ გარკვეული წილის შესაძლო მიყიდვაზე.

სომხური ჰოლდინგი "მიკა ლიმიტედი", რომელსაც ბაღდასაროვი ხელმძღვანელობს, ავია კომპანია “არმავიას”, რაზდანის ცემენტის ქარხანას, საბითუმო ქარხანა "აბიტს" და იმპორტიორ კომპანია "მიკა კორპორეიშენს" ფლობს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group