
15 ივლისს, ავია კომპანიის Lufthansa თვითმფრინავები ჰამბურგიდან და
ფრანკფურტამდე რეისს ბიოსაწვავისა და ჩვეულებრივი ნავთის ნაზავის მეშვეობით
განახორციელებს, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამგვარად, გერმანული ავია გადამზიდავი მსოფლიო ს პირველი ავია კომპანია გახდება, რომელიც თვითმფრინავები რეგულარულ რეისებს ალტერნატიული საწვავით შეასრულებენ, წერს Euromag.
Airbus A321 თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს 50%-იანი ბიოსაწვავისა და 50%-იანი ნავთის ნაზავი მიეწოდება, მეორე მთლიანად ნავთზე იმუშავებს.
კრიტიკოსების აზრით, ბიოსაწვავის დასამზადებლადა და მისი გამოყენებისთვის ბევრი სახნავი მიწაა საჭირო, რაც მსოფლიო ში სურსათის ფასების გაზრდამდე მიგვიყვანს.
ნაგვის გადამუშავებისგან დამზადებულ ბიოსაწვავზე ნაწილობრივი გადასვლის სურვილი იტალიურმა კომპანიამ, Alitalia -ც გამოთქვა.
მსგავსი ექსპერიმენტი 2009 წელს, Boeing-747-მა ჩაატარა. მის ავზში ჩვეულებრივ საავიაციო ნავთთან ერთად 50% ბიოსაწვავი იყო ჩასხმული. უფრო ადრე კი, ანალოგიური, ბიოსაწვავის ნაზავის მეშვეობით სადემონსტრაციო ფრენები ავია კომპანიებმა Virgin Atlantic, Air New Zealand, Air Japan და Continental Airlines -მა შეასრულეს.
Related Stories