
ტურიზმის ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს "ვირტუალური მოგზაურობა ს" იწყებს, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სააგენტოს ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში სოციალური ქსელები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მომხმარებელთა უმრავლესობა სიახლეების შესახებ ინფორმაციას სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით იღებს.
" სოციალური ქსელები ერთ-ერთი საუკეთესო მარკეტინგული იარაღი გახდა პროდუქტისა თუ მომსახურების პრომოუშენისთვის. სოციალურ ქსელებში საქართველოს ინტეგრაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მომზადდა პროექტი, სადაც ვირტუალური მოგზაური შეიქმნა, რომელიც საქართველოში ჩამოსული თუ ადგილობრივი ტურისტივით თავისი მარშრუტით საქართველოს ყველა მნიშვნელოვან ტურისტული დანიშნულების ადგილს გაივლის.
პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეწვიოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს გვერდს FACEBOOK-ზე და მიიღოს მუდმივად განახლებული ინფორმაცია საქართველოში არსებული ტურისტული შესაძლებლობებისა და ტურისტული მიმართულებების შესახებ~, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე განმარტებით, თამაშის წესები ძალიან მარტივია, კონკრეტული მომხმარებელი რაც მეტ ე.წ ლაიქს მიიღებს, მით უფრო სწრაფად გადაადგილდება მარშრუტზე და აღწევს საბოლოო დანიშნულების ადგილს - სვანეთს.
იმისთვის, რომ მომხმარებელი თამაშში ჩაერთოს, აუცილებელია მოიწონო ტურიზმის გვერდი.
პირველი ცხრა გამარჯებული მიიღებს პრიზს - ვიქენდი მესტიაში – სასტუმრო ~მესტია~; ვიქენდი სიღნაღში სასტუმროში "ფიროსმანი"; ერთი ღამე ანაკლიაში სასტუმრო ~ოქროს საწმისი~; ერთი ღამე სასტუმროში ~ჰოლიდეი ინ~; საჩუქარი ~მერიოტისგან~ - კვირის ბრანჩი; სპა ~რედისონში~ (პრიზი ორ ადამიანზეა გათვალისწინებული და მოიცავს ერთი დღის გატარებას ანე სიმონეს ასევე, ფიტნეს ცენტრის, სოლარიუმის, აუზის, არომა ორთქლის ოთახისა და საუნის გამოყენებას); ფრენა პარაპლანით; ზურგჩანთა მაღაზია ~მაგელანისგან~; კომპანია ~ემ-ჯგუფისგან~ რომანტიული ვახშამი ორ ადამიანზე `ემ-ჯგუფის~ ქსელში არსებულ რომელიმე კვების ობიექტში.
Related Stories