
ბათუმში 1 და 2 აგვისტოს 28 535 ტურისტი შევიდა. როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათგან 12 000-ზე მეტი უცხოელი ტურისტი იყო.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
აჭარაში ივლისში სულ 353 576 ტურისტი დაფიქსირდა, მათგან 130 000-ზე მეტი უცხოელი ტურისტი იყო.
უცხო ქვეყნებიდან აჭარაში შემოსული ტურისტების მხრივ თურქეთი პირველ ადგილზეა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით აჭარაში თურქეთიდან 50 000-ზე მეტი ტურისტი ჩავიდა. უცხო ქვეყნების სიის ლიდერთა სათავეში ასევე, აზერბაიჯანი, ირანი, ისრაელი, სომხეთი, უკრაინა არიან. ბათუმში ტურისტების მაჩვენებელი გაიზარდა, ასევე, აშშ-და და დიდი ბრიტანეთიდან.
2010 წელთან შედარებით 74%-ით გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ტურისტების რიცხვიც.
Related Stories